ტაბიძისა და ყაულაშვილის ლელოები „სტად ფრანსეს“ წინააღმდეგ [ვიდეო]
ტაბიძისა და ყაულაშვილის ლელოები „სტად ფრანსეს“ წინააღმდეგ [ვიდეო]

საფრანგეთის „ტოპ 14“ (TOP 14) მეოთხე ტურში ქართველთა „ბორდო“ პარიზულ „სტად ფრანსეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 52:3 გაანადგურა. შეხვედრაში მონაწილეობა ორმა ქართველმა ბურჯმა მიიღო და ლელოს დადება ორივემ მოახერხა.

ლაშა ტაბიძემ თავი პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გამოიჩინა, რომელიც „ბორდოს“ სწრაფი იერიშისას თანაგუნდელებს ბოლომდე მიჰყვა, გადაცემა მიიღო და მეტოქის ლელოში ბურთი ეფექტური ნახტომით დაამიწა.


ლექსო ყაულაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ლელო შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დადო. „ბორდოს“ ეფექტური შეტევის შემდეგ, „სტად ფრანსეს“ დაცვის ხაზში სივრცეები გამოჩნდა, რაც ქართველმა მორაგბემ კარგად დაინახა და საკუთარ გუნდს ხუთი ქულა მოუტანა.


„ბორდომ“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო – კლუბს ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოგებული აქვს და 18 ქულით სატურნირო ცხრილს „ლიონთან“ ერთად ლიდერობს.