ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან, კახა ჭუმბურიძესთან და აკაკი ალადაშვილთან და სფფ-ის ტექნიკურ დირექტორთან, ზაზა ზამთარაძესთან ერთად დაათვალიერა.
ბოლო წლებში განხორციელებული ინფრაქტრუქტურული პროექტების მიუხედავად, თბილისის ახლომდებარე დასახლებებში სტადნტარული ზომის მოედნების დეფიციტია, მოთხოვნა კი ძალიან დიდია – განსაკუთრებით შეკრებების პერიოდში. ახალი კომპლექსის მშენებლობა ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება.
ტაბახმელაში, სპორტული ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისi საფეხბურთო მოედანი და სხვადასხვა სპორტულ სივრცეები მოეწყობა. შენდება ტრიბუნები და შესაძლებელი იქნება, რომ გუნდებმა თუ ნაკრებებმა შეკრებები ჩაატარონ. ამავე დროს, კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა წელს დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 2025 წელს დასრულდება.