სვეტლანა ციხანოვსკაია სამართალდამცველებს მიმართავს - გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა
სვეტლანა ციხანოვსკაია სამართალდამცველებს მიმართავს - გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, ალექსანდრ ლუკაშენკოს მეტოქე სვეტლანა ციხანოვსკაია საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს მიმართვას. მის განცხადებას ბელარუსული მედია და „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებენ.

„მსურს, ვთხოვო მილიციას და ჯარებს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილი არიან. ასევე მსურს, ვთხოვო ჩემს ამომრჩევლებს: თავიდან აიცილეთ პროვოკაციები, არ მისცეთ თქვენს წინააღმდეგ ძალის გამოყენების საბაბი. ვიცი, რომ ხვალ ბელარუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ მხოლოდ კარგი ამბები იქნება. გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა. უპირველეს ყოვლისა ოფიცრებო, მე ვიცი, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ“, – ნათქვამია სვეტლანა ციხანოვსკაიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იმართება.