სვეტლანა ციხანოვსკაიამ აშშ-ის კონგრესს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა
სვეტლანა ციხანოვსკაიამ აშშ-ის კონგრესს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა

ბელარუსის ოპოზციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ აშშ-ის კონგრესს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ციხანოვსკაიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა აშშ-ს ლუკაშენკოს იზოლაციისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ვაჭრობის შეზღუდვით არის შესაძლებელი.

ციხანოვსკაია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვაშინგტონმა ლუკაშენკოს მხარდამჭერი ოლიგარქებისა და მისი მთავრობის წევრების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გააფრთოვოს. მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 2020 წლის საპარეზიდეტო არჩევნებში ალექსადრ ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ბელარუსის მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვებულად სვეტლანა ციხანოვსკაიას მიიჩნევს.