„სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში მენაშენეთა შიმშილობის აქცია მეოთხე დღეა გრძელდება
„სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში მენაშენეთა შიმშილობის აქცია მეოთხე დღეა გრძელდება

კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში მენაშენეთა შიმშილობის აქცია მეოთხე დღეა გრძელდება. მენაშენეები მშენებლობის დასრულებას მოითხოვენ. ისინი ხვალ თბილისის მერს შეხვდებიან და საკუთარ ხედვას წარუდგენენ.

მენაშენეები მათსა და ახალ ინვესტორს შორის შუამავლობას მერიისგან ითხოვენ. ისინი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ კომპანიას ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, შეეცვალა სამშენებლო კომპანია, თუკი ის მშენებლობის დასრულებას ვერ შეძლებდა.