სვენ მიქსერი - გულდასაწყვეტი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში
სვენ მიქსერი - გულდასაწყვეტი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში

გულდასაწყვეტი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში, მჯერა, რომ ბევრად დემოკრატიულია მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე პარლამენტის გარეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, ისინი შესანიშნავ საქმეს აკეთებენ. მათ მარტში გამართულ დისკუსიებშიც და არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესშიც უდიდესი როლი შეასრულეს. ახლა ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, როცა ხვალ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს. ისინი ასევე აპირებენ, რომ საკუთარ მანდატებზე თქვან უარი და შემდეგ უკვე მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, გააუქმოს მათი მანდატები, თუ დატოვოს კარი ღია.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი და ამერიკელი დიპლომატების მუშაობა გაგრძელდება, რადგან გულდასაწყევტი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში. მჯერა, რომ ბევრად მარტივი და დემოკრატიულია მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე პარლამენტის გარეთ“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.