სვენ მიქსერი - ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი
სვენ მიქსერი - ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი

ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, თუ არ იტყვი, რომ LGBTI პირების წინააღმდეგ ძალადობა, შევიწროება და დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.

ევროპარლამენტარის თქმით, არ არის საკმარისი დაგმო ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ ან ზოგადად დაგმო ძალადობა.

„მინდა, მოკლედ შევეხო გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მან არ დაგმო ძალადობა LGBTQI პირების წინააღმდეგ და ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებმა უნდა გააკეთონ, რადგან არ არის საკმარისი დაგმო ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ ან ზოგადად დაგმო ძალადობა. ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, თუ არ იტყვი, რომ LGBTI პირების წინააღმდეგ ძალადობა, შევიწროება, დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია და ამ თემის ყველა წევრის დაცვა უზრუნველყოფილია მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.