სვენ მიქსერი – ანგარიში იმეორებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველომ ევროკავშირის მითითებული თორმეტი პრიორიტეტი წარმატებით უნდა შეასრულოს
ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.
მიქსერის თქმით, აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ქართველი ხალხის მოლოდინი გაამართლონ.
„ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.
🆕 Following the adoption by @EP_ForeignAff of its latest implementing report on the EU 🇪🇺 association agreement with Georgia 🇬🇪, rapporteur @svenmikser said: “This report sends a strong signal of political support for the European aspirations of the people of Georgia”. 1/3 pic.twitter.com/K4jJb8NEN3
— AFET Committee Press (@EP_ForeignAff) November 8, 2022