სვაზილენდის მეფე მსვატი მესამემ ქვეყნის სახელწოდება შეცვალა. აფრიკულ სახელმწიფოს ამიერიდან ესვანიტის სამეფო ეწოდება.
BBC-ის ცნობით, ახალი სახელწოდება სვატის ენაზე “სვაზის მიწას” ნიშნავს.
ცვლილება ქვეყნის დამოუკიდებლობის 50 წლისთავს და მეფის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.
სვაზილენდი – აბსოლუტური მონარქიაა. მეფეს 15 ცოლი ჰყავს. თუმცა, ეს გაცილებით ნაკლებია მამამისზე, რომელსაც ჯამში 125 ცოლი ჰყავდა.