სვანაძემ 21-წლამდე ნაკრები შეკრიბა - გუნდმა ხორვატიასთან გასამართი პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
სვანაძემ 21-წლამდე ნაკრები შეკრიბა - გუნდმა ხორვატიასთან გასამართი პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

რამაზ სვანაძემ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი შეკრიბა, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება.

გუნდმა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. 21-წლამდელები ხორვატიას 15 ნოემბერს პლეი ოფის პირველ მატჩში „მიხელ მესხზე“ უმასპინძლებენ, ხოლო შემდეგ ხორვატიაში გაემგზავრებიან, სადაც პლეი ოფის მეორე მატჩს 19 ნოემბერს ითამაშებენ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ორივე – დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი (ორივე – იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

15 ნოემბერი. მიხეილ მესხი. 19:00

საქართველო V ხორვატია

19 ნოემბერი. რუევიცა. 22:00

ხორვატია V საქართველო