საფეხბურთო ტაიმაუტი | ის მებრძოლი სული გამოავლინა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა - რამაზ სვანაძე არ მალავს, რომ მისთვის ქოჩორაშვილი სიურპრიზი იყო  #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ის მებრძოლი სული გამოავლინა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა - რამაზ სვანაძე არ მალავს, რომ მისთვის ქოჩორაშვილი სიურპრიზი იყო  #1TVSPORT

„არის თუ არა შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ქოჩორაშვილის მსგავსი საინტერესო მოთამაშეები გამოჩდნენ? ამის შესახებ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყება. დარწმუნებული ვარ, რომ რისკზე წასვლას არავინ ერიდება. უბრალოდ, აქ მთავარია, რომ ფეხბურთელი, თავისი ხასიათით, პიროვნებით და თამაშით ამის საშუალებას და შანსს გაძლევდეს.

ჩვენ ვნახეთ გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობდით. თუმცა იმ კუთხით, როგორც ის ჩვენი ქვეყნის წინაშე წარმოჩნდა, სიმართლე გითხრათ, სიურპრიზი იყო. გამოკვეთა ის ხასიათი და ლიდერის თვისებები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გიორგის გააჩნია. ამას გარდა, გამოავლინა მებრძოლი სული, რაც ჩვენ ძალიან გჭირდებოდა“, – ამბობს რამაზ სვანაძე.