სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

„ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილიც.

სუს-თან აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ მოეხდინათ გზისა და შენობაში შესასვლელის ბლოკირება, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. აქციის მონაწილეები კი ამბობდნენ, რომ პოლიციამ ყველა მათგანი უმიზეზოდ, ე.წ. ზებრა გადასასვლელის გადაკვეთისას დააკავა.

აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსთან შეხვედრასა და არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვდნენ.