სუს - ოკუპირებულ გალში ხანძართან დაკავშირებით რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით
სუს - ოკუპირებულ გალში ხანძართან დაკავშირებით რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ შესთავაზა დახმარება ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით.

„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ წუთებშიც ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“, – აცხადებენ სუს-ში.

დატოვე კომენტარი