სუს-მა რადიაქტიური ნივთიერების, „ურანისადმი“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

10:35, 07.10.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიაქტიური ნივთიერების, „ურანისადმი“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალის, „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.

მსგავსი