სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

12:25, 23.11.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან ცხრა წელი გავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი ბახუაშვილმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა თამაზ შუბითიძემ, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

სასაფლაოზე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ივანე გოლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო, რომელიც თბილისში, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სპეცრაზმელი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით „მამაცობისთვის“.

მსგავსი