სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე – უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე

19:34, 07.05.2025

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

მსგავსი