სუს-ი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით
სუს-ი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – აცხადებენ სუს-ში.

დატოვე კომენტარი