სუს-ი - 2019 წელს გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფოების მიერ ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირების მცდელობები და შესაძლო საფრთხეები

2019 წლის საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფოების მიერ ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, მათ შორის, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირების მცდელობები და შესაძლო საფრთხეები, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიკურ პროცესებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევის პრევენცია წარმოადგენს.

„სამსახურის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ ან/და დაგეგმილ ეკონომიკურ ურთიერთობებში შესაძლო საფრთხეების გამოკვეთა და მათი შემცირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

2019 წელს, ეკონომიკური უსაფრთხოების ჭრილში, სამსახურის მიერ გაანალიზდა გასაფორმებელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებები და პროტოკოლები, გამოვლინდა მათთან დაკავშირებული შესაძლო რისკები“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.