სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

როგორც სეს-ში აცხადებენ, ინდმეწარმე ვ.ჯ. (მის: ქ. თბილისი, აგლაძის 32) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა.

„კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა“, – აღნიშნავენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.