სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:33, 16.04.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.

სეს-ის ინფორმაციით, ფიზიკური პირის, ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა. დაილუქა 100 კგ. თევზი.

„აღნიშნული შეუსაბამობების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, – აცხადებენ სეს-ში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

მსგავსი