„სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძარში ყარაბაღის ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღე აღინიშნა

18:02, 27.09.2021

თბილისში, სომხურ ეკლესიაში ყარაბაღის ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღე აღინიშნა.

ყარაბაღის 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, პარაკლისი თბილისში, „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

ლოცვას შეუერთდნენ საქართველოში სხვადასხვა სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ავტორი: ვოსკი ავაკიანი

მსგავსი