სუპერთასის ფინალი „დინამო არენაზე“ გაიმართება #1TVSPORT
სუპერთასის ფინალი „დინამო არენაზე“ გაიმართება #1TVSPORT

სლავა მეტრეველის სახელობის სუპეთასის ფინალი „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის 4 ივლისს „დინამო არენაზე“ გაიმართება, – გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ორივე გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა – სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდა (5:6), ხოლო მიხეილ მესხის სტადიონზე „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ 4:2 სძლია.

ფინალური მატჩი, ისევე როგორც მესამე ადგილისთვის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „ტორპედო“ და „დილა“ დაუპირისპირდებიან, 4 ივლისს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს, მესამე ადგილისთვის მატჩი კი ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ გაიმართება.

ბილეთები უკვე გაყიდვაშია – https://bit.ly/სუპერთასისფინალი. სკოლის მოსწავლეებს მატჩზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ – საჭიროა, სალაროში წარმოადგინონ sCool Card-ი და პიროვნების დამადასტურებელი რომელიმე მოწმობა (პირადობა, პასპორტი ან დაბადების მოწმობა).