სუპერტაიფუნის მიახლოების გამო,​ იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს ნაწილის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
სუპერტაიფუნის მიახლოების გამო,​ იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს ნაწილის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო, ტაიფუნის მიახლოების გამო, კუნძულ კიუსიუს ნაწილის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სუპერტაიფუნი „ნანმადოლი“ შესაძლოა, იაპონიაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გამანადგურებელი ტროპიკული შტორმი აღმოჩნდეს.

განსაკუთრებული გაფრთხილებაა გამოცხადებული კიუსიუ კაგოშიმას პრეფექტურაში და სხვა რაიონებში. კიუსიუს სამხრეთ ნაწილში კვირას მოსალოდნელია 500 მილიმეტრის ოდენობის ნალექი. რკინიგზის რამდენიმე ხაზზე მატარებლების მიმოსვლა უკვე შეწყდა. გაუქმდა ათობით ავიარეისი.