სუპერლიგის ყველა ორგანიზატორი კლუბი აპირებს პროექტის დაშლა განიხილოს #1TVSPORT
სუპერლიგის ყველა ორგანიზატორი კლუბი აპირებს პროექტის დაშლა განიხილოს #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის თორმეტივე ორგანიზატორი კლუბი აპირებს პროექტის დაშლა განიხილოს. ეს უახლოეს საათებში შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გამოცემა talkSPORT-მა, რომელსაც „ტვიტერში“ 1.4 მილიონი მკითხველი ჰყავს.

ადრე ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ აპირებენ სუპერლიგიდან გასვლას. რამდენიმე ჟურნალისტმა ანალოგიური ინფორმაცია „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ დაკავშირებით გაავრცელა.

ერთი დღის წინ, „რეალის“ პრეზიდენტმა და სუპერლიგის ხელმძღვანელმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ყველა კლუბმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქს ახალ ტურნირში მონაწილეობაზე, ამიტომაც იოლი არ იქნება პროექტიდან გასვლა.