სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე მაიკლ დევისია, მწვრთნელი - ანატოლი ბოისა #1TVSPORT
სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე მაიკლ დევისია, მწვრთნელი - ანატოლი ბოისა #1TVSPORT

საქართველოს 2020-21 წლების ჩემპიონი „რუსთავია“, რომელმაც ფინალურ სერიაში „ცხუმ-აფხაზეთი“ დაამარცხა.

ფინალის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და დასახელდნენ საუკეთესოები.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე ჟურნალისტების, მსაჯ-კომისრების, მწვრთნელებისა და კალათბურთელების გამოკითხვამ გაარკვია. ყველაზე მეტი ხმა „რუსთავის“ უაკანახაზელმა მაიკლ დევისმა მიიღო და MVP-ის ჯილდოც მას ერგო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონები გავხდით. გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. მთელი სეზონი პირველ ადგილზე ვიყავით და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს წარმატება დავიმსახურეთ. რაც შეეხება პირადად ჩემს აღიარებას, ესეც მთელი გუნდის დამსახურებაა. ვულოცავ „რუსთავს“ ჩემპიონობას – იმედია, შემდეგ სეზონშიც ასეთივე წარმატებით ვითამაშებთ“, – ამბობს მაიკლ დევისი.

ლაშა გამყრელიძე და მაიკლ დევისი

წლის მწვრთნელად „რუსთავის“ ანატოლი ბოისა დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა მთელი სეზონი მშვენიერი თამაში აჩვენა.

„მიხარია, რომ ჩემპიონები გავხდით. მაგრამ სპორტში ხან მოიგებ და ხან წააგებ. ჩემთვის კი მთავარი ისაა, რომ გუნდი ერთსულოვანი გახლდათ – ეს წელს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება იყო“.

კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და ანატოლი ბოისა

გამოვლინდნენ საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელები. ესენი არიან „დინამოს“ გამთამაშებელი ლუკა ბულაშვილი და „ვერას“ პლეიმეიქერი ლუკა მაზიაშვილი. პირველს ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცა, ლუკა მაზიაშვილს – გელა დარსაძის სახელობის თასი.

პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

„ვულოცავ ამ დღეს არა მხოლოდ „რუსთავს“ და მის გულშემატკივარს, არამედ, ქართული კალათბურთის ყველა ქომაგს. საქართველოს თასზეც გამოჩნდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ საქართველოში კალათბურთი წინ მიდის. იმედია, მომავალ სეზონში კიდევ უფრო უკეთეს კალათბურთს ვიხილავთ.“