სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა - „ნაპოლი“ მესამე ადგილზეა #1TVSPORT
ანალიტიკურმა ვებგვერდმა, FiveThirtyEight-მა გამოთვალა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ალბათობა იმ გუნდებისთვის, რომლებიც პლეი ოფში არიან გასულები.
ვებგვერდი ითვლის გამარჯვების ალბათობას თითოეული გუნდის რეიტინგის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, სპეციალური ფორმულით ითვლება ამ გუნდის შეტევისა და დაცვის რეიტინგებიდან.
მოკლედ, მოდელირდება სიტუაცია, რომელშიც გუნდი თამაშობს აბსტრაქტული საშუალო გუნდის წინააღმდეგ ნეიტრალურ მოედანზე და ამ მოდელის საფუძველზე განისაზღვრება სავარაუდო გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა.
სხვადასხვა გუნდის რეიტინგებს ადარებენ ერთმანეთს და ამ გზით შეიძლება ნებისმიერი მატჩისა და ტურნირის შედეგის მიღება.
ალგორითმი მთავარ ფავორიტად „ბაიერნს“ მიიჩნევს (23%). ცოტათი ნაკლები აქვს „მანჩესტერ სიტის“ (21%).
პლეი ოფის დანარჩენი მონაწილეები ძალიან ჩამორჩნენ. ასე მაგალითად, „ნაპოლის“, რომელიც მესამე ადგილზეა, ალგორითმი მხოლოდ 9 პროცენტს აძლევს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, „რეალის“ შანსი (8%).
მოდელი კატასტროფულად დაბალ შანსს აძლევს „პარი სენ-ჟერმენს“ (4%). პარიზელთა გამარჯვების ალბათობა „ბენფიკაზე“ და „პორტუზე“ უფრო დაბალია.
აი, ასე გამოიყურება ალგორითმის წინასწარმეტყველება ყველა გუნდისთვის:
- ბაიერნი – 23%
- მანჩესტერ სიტი – 21%
- ნაპოლი – 9%
- რეალი – 8%
- ბენფიკა – 6%
- ლივერპული – 5%
- პორტუ – 5%
- ჩელსი – 4%
- პარი სენ-ჟერმენი – 4%
- ტოტენჰემი – 4%
- დორტმუნდი – 3%
- ინტერი – 3%
- ლაიპციგი – 3%
- მილანი – 1%
- აინტრახტი – 1%
- ბრიუგე – 1%