სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გამოავლინა #1TVSPORT
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გამოავლინა #1TVSPORT

სტატისტიკური პორტალის, Opta Sports-ის სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა.

დღეისთვის გამარჯვებაზე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა „ლივერპული“. მისი მოგების ალბათობა სუპერკომპიუტერმა 24,6 პროცენტით შეაფასა.

ასევე ათეულში მოხვდნენ: „არსენალი“ (16,6%), „ინტერი“ (14,5%), „ბარსელონა“ (9,5%), „პარი სენ-ჟერმენი“ (6,3%), „რეალი“ (4,4%), „ატლეტიკო“ (3,9%), „ლევერკუზენი“ (3,7%), „ატალანტა“ (3,5%) და „მანჩესტერ სიტი“ (3,2%).