The Sun - პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება
The Sun - პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება

“პარი სენ-ჟერმენს”, ფინანსური Fair Play-ის დარღვევის გამო, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას – წერს ბრიტანული გაზეთი The Sun. უეფამ შემოწმება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ კლუბში სპონსორული შემოსავლების შესახებ მონაცემები აშკარად ხელოვნურად არის გაზრდილი და პარიზელები ვერ ჯდებიან იმ წესში, რომლითაც დანახარჯი არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალს.

გასულ ზაფხულს, პსჟ-მ “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ შეიძინა ნეიმარი, აგრეთვე, “მონაკოდან” იჯარით აიყვანა კილიან მბაპე, რომელშიც მალე 190 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, ნეიმარმა თავად გამოისყიდა საკუთარი ტრანსფერი, ხოლო მბაპე იჯარით გადაიბირეს, უეფა მაინც აპირებს ფრანგული კლუბის დასჯას.

სხვათაშორის, პსჟ 2014 წელს ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული 60 მილიონი ფუნტით ფინანსური Fair Play-ის დარღვევისთვის.

ამჯერად, გუნდი მხოლოდ ჯარიმით ვერ გადარჩება. სანქციები ძალიან მკაცრი იქნება, მაგალითად, გარიცხვა ჩემპიონთა ლიგიდან.

ამ ტურნირზე თამაში გუნდს თითქმის გარანტირებული აქვს – “პარი სენ-ჟერმენს” ექვს ტურში ხუთი ქულა სჭირდება ჩემპიონობის გასაფორმებლად.