სუმის ოლქსა და ქალაქ კუპიანსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი
რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს. მათ უპილოტო საფრენი აპარატებით სამარშრუტო ავტობუსზე მიიტანეს იერიში.
სუმის ოლქის პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ორი მგზავრია დაშავებული. სუმის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ომის დანაშაულის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ამასთან, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ოლქის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა საწარმო.