სუმის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ რაიონში რუსი სამხედროები სუმიდან მხოლოდ 20 კილომეტრში იმყოფებიან, რაც ქალაქზე უპილოტო აპარატების დარტყმების საფრთხეს ქმნის
სუმის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ რაიონში რუსი სამხედროები სუმიდან მხოლოდ 20 კილომეტრში იმყოფებიან, რაც ქალაქზე უპილოტო აპარატების დარტყმების საფრთხეს ქმნის

ზოგიერთ რაიონში რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქ სუმიდან მხოლოდ 20 კილომეტრში იმყოფებიან, რაც ქალაქზე უპილოტო აპარატების დარტყმების საფრთხეს ქმნის, – ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა.

გრიგოროვის თქმით, სუმიში ჯერჯერობით რუსული დისტანციურად მართვადი უპილოტო აპარატებით თავდასხმები არ ხდება და მათი მოქმედება საბრძოლო შეხების ხაზთან უფრო ახლოს შეინიშნება.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსები ხშირად ესხმიან თავს სუმის რეგიონს „შაჰედის“ უპილოტო აპარატებით და ბოლო დროს ქალაქს შორ მანძილზე მოქმედი რეაქტიული სარაკეტო სისტემითაც ურტყამენ.

მანამდე „ოკუპაციის შესწავლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სუმის ოლქის მიმართულებით სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალას აგროვებენ.