სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

11:33, 28.11.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და განხორციელებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დანაშაულის სტატისტიკასა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი