სულხან თამაზაშვილმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

13:23, 01.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – შალვა კბილაშვილი წარუდგინა.

შსს-ს ცნობით, სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, მომსახურების სააგენტოს დირექტორს, შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მსგავსი