სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

16:44, 24.09.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი