სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

11:34, 03.11.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სულხან თამაზაშვილი მონაწილეობას მიიღებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერჟან სადენოვთან.

მსგავსი