სულაქველიძის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა #1TVSPORT
სულაქველიძის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა #1TVSPORT

თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიაში დასრულდა „აკადემიის თასის“ გათამაშება, რომელშიც ყაზახეთის და აზერბაიჯანის გუნდებიც თამაშობდნენ.

თასი 2012 და 2014 წელს დაბადებულებს შორის გათამაშდა. 2012 წელს დაბადებულთა შორის ფინალში აზერბაიჯანული „საბაჰი“ თბილისის „გრანდს“ დაუპირისპირდა და დაამარცხა. მესამე ადგილზე კი „საბურთალო“ გავიდა.

საბაჰი“ 2014 წელს დაბადებულთა ფინალშიც გავიდა, მაგრამ გამარჯვება ბათუმის „დინამოს“ აკადემიამ იზეიმა, რომელმაც აზერბაიჯანული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესამე ადგილის ბედიც პენალტების სერიაში გაირკვა – „რუსთავმა“ ქობულეთის „შუქურას“ აჯობა და სამეულში გავიდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გუნდები და გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოვეს თენგიზ სულაქველიძემ და 13 მაისის „დინამოს“ ლეგენდარულმა მოთამაშეებმა – ალექსანდრე ჩივაძემ, ოთარ გაბელიამ. საგანგებო ჯილდოები ფეხბურთელებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.