სულამანიძე და ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 28 მარტს კაცებში სამ, ხოლო ქალებში ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.
საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.
ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ილია სულამანიძე (100) და მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი იბძოლებენ. სულამანიძე კანადელ შადი ელ ნაჰასს, ხოლო ზაალიშვილი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს საბა ინანეიშვილი (+100), რომელიც თურქ ქემაკ ერდოღანს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.