სულამანიძე 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობის ნახევარფინალშია - ინანეიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც შვიდი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს 100კგ-ში ილია სულამანიძე, რომელმაც მეორე შეხვედრაც მარტივად მოიგო და შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდა.

ევროპირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მძიმეწონოსანმა საბა ინანეშვილმა. ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალშია.

ინანეიშვილის ბრძოლა

 

ტურნირზე გამომსვლელი მძიმეწონოსანი ქალი სოფიო სომხიშვილი ნახევარფინალშია, სადაც უკრაინელ ბულავინას შეხვდება.