„სუხიშვილებმა“ სოლიკო ვირსალაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს
„სუხიშვილებმა“ სოლიკო ვირსალაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ მხატვარ სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გამართეს.

ნაციონალური ბალეტის კოსტიუმების მხატვრის სოლიკო ვირსალაძის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის სცენაზე რამდენიმე ცეკვა დაბრუნდა და მოცეკვავეებმა მემორიალური პროგრამა ვირსალაძის მიერ ხელით შექმნილი კოსტიუმებით იცეკვეს.

საკონცერტო დარბაზის ფოიეში მხატვარ სოლიკო ვირსალაძის ხელით შექმნილი კოსტიუმები და ესკიზები იყო წარმოდგენილი.