„სუხიშვილები“ სოლიკო ვირსალაძის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს
„სუხიშვილები“ სოლიკო ვირსალაძის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 22 დეკემბერს მხატვარ სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს გამართავს.

ნაციონალური ბალეტის კოსტიუმების მხატვრის სოლიკო ვირსალაძის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის სცენაზე რამდენიმე ცეკვა დაბრუნდება და მოცეკვავეები მემორიალურ პროგრამას ვირსალაძის მიერ ხელით შექმნილი კოსტიუმებით იცეკვებენ.