სუდანში ბუნებრივი აირის ტანკერის აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტი დედაქალაქ ხართუმში, ტანკერიდან აირის ამოტუმბვის დროს, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე შენობა დაზიანდა. დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც ქარხანაში მუშაობდნენ.
130 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარის შედეგად კერამიკის ქარხანა განადგურებულია.