სუდანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
სუდანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

სუდანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, სალაჰ აბდელი ომარ ალ-ბაშირის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

გავრცელებული ცნობით, სწორედ სალაჰ აბდელი ხელმძღვანელობდა ბოლო თვეებში დემონსტრანტების დარბევის ოპერაციებს, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა.

ცოტა ხნის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ავალ იბნ აუფმაც. გადატრიალების შემდეგ ფორმირებული გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელად კი გენერალი აბდელ ფატად აბდერლაჰმან ბურჰანი დაინიშნა.

სუდანში სამხედრო გადატრიალება 11 აპრილს მოხდა. შედეგად აფრიკულ სახელმწიფოში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის 30 წლიანი მმართველობა დასრულდა.