სუარესმა ლიონელ მესის გეგმები გაამხილა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით #1TVSPORT
სუარესმა ლიონელ მესის გეგმები გაამხილა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლუის სუარესმა ჟურნალისტებს მოუყვა თანაგუნდელ ლიონელ მესის გეგმებზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით.

„ლეოს კვლავინდებურად აქვს სურვილი, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს“, – მოჰყავს ურუგვაელი ფეხბურთელის სიტყვები ესპანურ გაზეთ El Pais-ს.

ლიონელ მესის კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ 2025 წლის ბოლომდეა ძალაში. ამ დღეებში დაიწერა იმის შესახებ, რომ არგენტინელი და ფლორიდული კლუბი ახლოს არიან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებასთან.