სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა, მესიმ პასებით პირადი რეკორდი დაამყარა, ფატიმ კლუბის მე-9000 გოლი გაიტანა
სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა, მესიმ პასებით პირადი რეკორდი დაამყარა, ფატიმ კლუბის მე-9000 გოლი გაიტანა

ლა ლიგას 34-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად 4:1 გაანადგურა „ვილიარეალი“. ერთ-ერთი გოლი კატალონელთა რიგებში ლუის სუარესმა გაიტანა და ურუგვაელი მესამე ადგილზე გადავიდა კლუბის ისტორიაში გოლების რაოდენობით. სუარესი 194 გოლით ლასლო კუბალას გაუთანაბრდა. მეორე ადგილზეა სეზარ როდრიგესი – 232. „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესია – 441.

გარდა ამისა, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ორი საგოლე პასი ჰქონდა ლიონელ მესის. არგენტინელს სეზონში 19 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც მისი ახალი პირადი რეკორდია.

და კიდევ, მეოთხე გოლი „ვილიარეალის“ კარში 17 წლის ანსუ ფატიმ გაიტანა. ეს იყო მე-9000 გოლი კლუბის ისტორიაში.

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, „ბარსელონა“ ლიდერ „რეალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.