სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფინანსური დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფინანსური დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა „სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ფინანსური დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება.

„გადავწყვიტეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიგვემართა საჯარო ინფორმაციისთვის. ვიცით, რომ ფინანსები არ არის სწორად გადანაწილებული. ვგულისხმობთ სტუდენტური პროექტებს. გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციას და შემდეგ აუცილებლად გავასაჯაროებთ. განცხადებები შევიტანეთ კონკრეტულად ბიუჯეტთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი მეგობარი სტუდენტებისგან გვაქვს ინფორმაცია, ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება, არ დაფინანსებულა არც ერთი ახალგაზრდული პროექტი, რისი პირდაპირი მოვალეობაც აქვს უნივერსიტეტს“, – აცხადებენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.