სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
CSIS-ის უფროსი მრჩევლის, მარკ კანსიანის ინფორმაციით, ეს ციფრები მოიცავს საბრძოლო მასალის, გამანადგურებელი აღჭურვილობისა და ბაზების დაზიანების ხარჯებს, მაგრამ არ მოიცავს ოპერაციულ ხარჯებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებული იყო დეპარტამენტის 2026 წლის ფისკალური წლის ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიუჯეტში.
„მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების ძირითადი ნაწილი თავდაცვის დეპარტამენტმა გაიღო, კონფლიქტი სხვა სააგენტოებს, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება და ვეტერანთა საქმეების სამსახური, ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდა“, – ნათქვამია CSIS-ის ანგარიშში.
„სიენენი“ წერს, რომ ბენზინის ფასები ქვეყნის მასშტაბით ომამდე საშუალოდ სამ დოლარზე ნაკლებს შეადგენდა, დღეს კი ის ოთხ დოლარს აღემატება.
ამასთან, ბრაუნის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, ამერიკულმა ოჯახებმა 253 დოლარზე მეტი დახარჯეს, ვიდრე ამის გადახდა ომის არარსებობის შემთხვევაში მოუწევდათ.
შრომის სტატისტიკის ბიუროს ბოლო მონაცემებით კი, აშშ-ში წლიური ინფლაცია სამი წლის განმავლობაში პირველად ოთხ პროცენტს აღემატება, რაც ენერგიის ფასების ზრდით იყო განპირობებული.