„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ცესკოს-თან ჩალა მიიტანა
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ცესკოს-თან ჩალა მიიტანა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ჩალა მიიტანა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის ერთ-ერთი წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, რაც ახლა ცესკო-ში სხდომაზე ხდება, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანა ჩალით გადახურონ.

„აქცია-პერფომანსი სიმბოლურია, აქ მოვიტანეთ ჩალა იმის ნიშნად, რომ ცესკო-ს შენობაში ახლა რაც ხდება, არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩალით გადახურონ და ბიძინა ივანიშვილის ფანჩატურად აქციონ. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას მართავს. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე კომისიის წევრებმა 22 საკითხზე უნდა იმსჯელონ.