„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

„ჩვენ დღეს მოვედით და პატივი მოვაგეთ ამ ადამიანებს, რომელთანაც ვალში ვართ ადამიანურად, რადგან მათ გაიღეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე, რათა ჩვენ ვყოფილიყავით კარგად. ეს იყო ბრძოლის ერთი მონაკვეთი, ეს ბრძოლა არ დასრულებულა. ნამდვილად მჯერა, რომ ამ ადამიანების ხსოვნისთვის და მომავალი თაობის უკეთესი ყოფნისთვის ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ამის მჯერა. ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ეს არის ძალიან დიდი იდეა და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.