სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საშობაო ბაზრობა ხელმეორედ გაიხსნა.
11 დეკემბრის მოვლენების შემდეგ საფრანგეთის საშობაო დღესასწაულის სიმბოლო, საშობაო ბაზრობა დახურული იყო. დღეს, დილის საათებში საახალწლო განათებები და ნაძვის ხე ჩართეს. ადგილობრივი დროით 11:00 საათზე კი, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული მაღაზიები გაიხსნა და სტუმრებს სხვადასხვა სანახაობის ხილვა კვლავ შეუძლიათ.
სტრასბურგის მერი აცხადებს, რომ საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ამიერიდან უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იქნება გამკაცრებული. ტერიტორიას პარტიული, ასევე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ამასთან ერთად, დამონტაჟდა დამატებითი სათვალთვალო კამერები.
ქალაქის მერი აცხადებს, რომ საშობაო ბაზრობაზე შესამოწმებელი პუნქტები და ამის შედეგად წარმოქმნილი რიგები ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოქმნიდა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პუნქტები საშობაო ბაზრობაზე არ იქნება.
ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 წლის შერიფ შექატმა 11 დეკემბერს ცეცხლი გახსნა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა 13 კი, დაშავდა. რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სტრასბურგის მერმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.