სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ Euronews-ი პარიზის მთავარი პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საშობაო ბაზრობაზე სროლის დროს დაჭრილი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში თავდასხმა 11 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. 29 წლის შერიფ შეკატმა საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. 48-საათიანი დევნის შემდეგ ფრანგმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედს მიაგნეს და წინააღმდეგობის გაწევის დროს მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.