სტრასბურგში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, არიან დაკავებულები

15:30, 17.10.2026

სტრასბურგში სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ამასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საფრანგეთის ქალაქ ლიონშიც. აქციის მონაწილეები ჟან მულენის უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ასევე, პოლიციის ცნობით, პარიზის რეგიონში ამ დროისთვის დაახლოებით 100 ადამიანია დაკავებული. ამ დროისთვის პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დღეს მთავარი საპროტესტო მსვლელობის დაწყებაა დაგეგმილი, ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პოლიციის კორდონის მიმართულებით პიროტექნიკა გაუშვა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც მედია წერს, პარიზის ცენტრში მთავარი საპროტესტო მსვლელობა ერთ საათში უნდა დაიწყოს. მანამდე საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მსვლელობები აკრძალა.

მსგავსი